„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 აპრილს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, რკინიგზის და მახალდიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების, მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის და შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თევდორე მღვდლის, ხონის, სალხინოს, სენაკის, თეკლეთის, აბაშის, ტაიშის, ლანჩხუთის, გივიშვილის, ჭალადიდის, ასხინის და ლებარდოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, იუმაშევის და წმინდა ბარბარეს (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების II და V კვარტლების, საქსოფმანქანის დასახლების, ტყემალაძის და ღლონტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბეთის, მესხეთის, ყვარელის, წალენჯიხის და ტოლენჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0