თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. „Sputnik საქართველოს“ მკითხველის უმეტესობა ქველმოქმედებას ქუჩაში მოწყალების გაცემის გზით ეწევა, ასეთია ახალი ამბების სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე, „რამდენად ქველმოქმედი ხართ?“, გამოკითხულთა 53,3%–მა უპასუხა, რომ მოწყალებას ქუჩაში გასცემს, თანხას შესაწირ ყუთში დებს 6,7%. ასეთივეა (6,7%) პრიცენტული მაჩვენებელი იმ ადამიანებისა, რომლებიც ეკლესიას ნივთებს გადასცემს ან თანხას სწირავს; ეხმარება თანხით კონკრეტულ ადამიანებს და ასევე სხვადასხვა ფონდში რიცხავს.
ასევე, ჩამოთვლილი კითხვებიდან არცერთ საქმიანობას არ ეწევა გამოკითხულთა 20 პროცენტი.