გემრიელი რეცეპტები: სამარხვო ბოსტნეულის პური ნათია მონტგომერისგან

გამოწერა

კულინარმა ნათია მონტგომერიმ "Sputnik-საქართველოს" გემრიელი სამარხვო ბოსტნეულის პურის რეცეპტი გაუზიარა.

სამარხვო ბოსტნეულის პურის ინგრედიენტები: ქინძის საკმაზისათვის:  1 დიდი კონა ქინძი; 3 კბილი ნიორი; 1 ჩ.კ მარილი; ზეითუნის ზეთი ექსტრა ვირჯინი ½ ჭიქა; ასევე: 1ც ყაბაყი; 1ც ბადრიჯანი; 3ც ბულგარული წიწაკა; 1ც პომიდორი; 1ც მცირე ზომის წითელი ხახვი; 1ც ფურნის პური.

თავდაპირველად ბლენდერში დააქუცმაცეთ ქინძის საკმაზი ჩამოთვლილი ინგრედიენტებით. შემდეგ ზეთში შეწვით ბადრიჯანი, ყაბაყი და ბულგარული წიწაკა. ამოჭერით პურის გული. წაუსვით პურის ქერქს ქინძის საკმაზი ისე, რომ კარგად გაიჟღინთოს.

ჩააწყვეთ პურის ქერქში ბადრიჯანი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა და თხლად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ ზემოდან ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, მოასხით დარჩენილი ქინძის საკმაზი და დაახურეთ თავზე პურის ზედა ნაწილი. ბოსტნეულის პური მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0