ქვეითი ინსპექტორები თბილისის ცენტრში სისუფთავის დაცვას შეუდგნენ

© FB / Мэрия Тбилисиაღმაშენებლის გამზირი
აღმაშენებლის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორ კილოგრამამდე ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის ჯარიმა 80 ლარია, ხოლო შენობის ფანჯრიდან გადაგდებისთვის – 100 ლარი.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისის ქუჩებში მუშაობა დაიწყეს სამეთვალყურეო სამსახურის "თბილსერვის ჯგუფის" ქვეითმა ინსპექტორებმა, რომლებსაც ნაგვის გადაყრისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმების უფლება აქვთ.

პირველ ეტაპზე 20 ინსპექტორი თბილისის ცენტრალურ ქუჩებშია განაწილებული. მათ აქვთ შესაბამისი ეკიპირება და კამერები. გარემოს დაბინძურება ჯარიმით ისჯება.

ორ კილოგრამამდე ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის ჯარიმა 80 ლარია, ხოლო შენობის ფანჯრიდან გადაგდებისთვის – 100 ლარი; 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის ქუჩაში დაყრისთვის პირი 150 ლარით დაისჯება, ხოლო შენობის ფანჯრიდან – 500 ლარით.

მეიდანი, თბილისის ტურისტული ცენტრი - Sputnik საქართველო
თბილისელებს ნაგვის დაყრის გამო ინსპექტორები დააჯარიმებენ

ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის დაჯარიმდებიან ძაღლებისა და სხვა შინაური ცხოველების პატრონები. ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.

ხუთ ერთეულამდე საბურავის (ველოსიპედის საბურავის გარდა) გადაყრის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 150 ლარი. ხუთი და მეტი საბურავის გადაყრისას – 500 ლარი. გარემოს საშიში ნარჩენებით დაბინძურების შემთხვევაში ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 400 ლარით, ხოლო იურიდიული პირები – 1000 ლარით.

ყველა ახალი ამბავი
0