ბულგარელი მრბოლელი სოხუმიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს

© FB / David Kvaratskheliaავტომრბოლელი დავით კვარაცხელია
ავტომრბოლელი დავით კვარაცხელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით კვარაცხელიამ ლიცენზია აიღო და ამ სეზონზე საქართველოს სახელით გამოვა.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ბულგარეთში მცხოვრები ავტომრბოლელი დავით კვარაცხელია, ახალი სეზონიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს, ამის შესახებ მან „Sputnik საქართველოს“ განუცხადა. 

წელს ავტორალიში ევროპის ჩემპიონატზე  დავით კვარაცხელია, თავის ბულგარელ მეწყვილესთან ერთად, ქართული გუნდის სახელით გამოვა. შესარჩევი ეტაპი 19 მაისს, ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. 

ქალთა ავტოგადარბენა თბილისი-ლუქსემბურგიб 1939 წელი, 12 მარტი. - Sputnik საქართველო
წინ, ლუქსემბურგისკენ! გასული საუკუნის ავტომრბოლი ქალები საქართველოდან

 „ბულგარეთმა ბევრი რამ მომცა, მათ შორის, სპორტული კუთხითაც. მე მისი მადლობელი ვარ, ყველა ჯილდო ამ ქვეყნის სახელით ასპარეზობისას მოვიპოვე. მაგრამ ახლა ის მომენტი დადგა, როდესაც მშობლიურ საქართველოსაც მინდა გამარჯვება მოვუტანო. ამაში მხარი ჩემმა ბულგარელმა მეწყვილემაც დამიჭირა, რომელსაც სპორტული ფსევდონიმიც შესაბამისი აქვს — „პლამენ სუხუმსკი“, — განაცხადა კვარაცხელიამ.

ევროპული ჩემპიონატი ავტორალიში შვიდ რეგიონში ტარდება. ბულგარელი პილოტის პლამენ სტაიკოვის და შტურმან დავით კვარაცხელიას ეკიპაჟი ბალკანეთის რეგიონში გამოდის. ბულგარეთის გარდა, მასში შედის კვიპროსი, თურქეთი, საბერძნეთი, სერბეთი და რუმინეთი. შარშან ბულგარულ-ქართული გუნდი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ვიცე-ჩემპიონი და ბულგარეთის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, დავითი კი თავის რეგიონში ნომერ პირველ შტურმანად აღიარეს.

კვარაცხელია-სტაიკოვის ეკიპაჟი სხვადასხვა რბოლებში 2015 წლიდან მონაწილეობს. მათ ავტომობილს Mitsubishi Lancer Evo IX ქართული დროშა და წარწერა Sokhumi Georgia გამოარჩევს. დავითის თქმით, ყველა გამარჯვებას ისინი სოხუმელებს უძღვნიან, მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთს წარმოადგენენ.

 „სავარაუდოდ, ეს ჩემი უკანასკნელი სერიოზული შეჯიბრია, ამიტომ კარიერის დასრულება ღირსეულად მინდა. სპორტის შემდეგ საზოგადოებრივი საქმიანობით მინდა დავკავდე — ბულგარეთში ქართული კულტურის განვითარებაზე ვიზრუნებ“, — აცხადებს კვარაცხელია.

დავით კვარაცხელიამ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი სოხუმში გაატარა. სამხედრო კონფლიქტის გამო მას მშობლიური ქალაქის დატოვება მოუწია. ის ოჯახთან ერთად ბულგარეთში 1993 წლიდან ცხოვრობს და ამ ქვეყნის მოქალაქეა. თუმცა, სამშობლოსთანაც კავშირი აქვს — ახლახან ის საქართველოში სპორტული კლუბის დამაარსებელი გახდა, რომელიც ატარებს სახელწოდებას „სტაიკოვი — რეისინგი ჯორჯია“.


ყველა ახალი ამბავი
0