ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები

გამოწერა
საქართველოში 2017 წლის იანვარ-თებერვლის თვეში 905 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ლალიაშვილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები

„ავარიების გამომწვევი მიზეზებია მანევრირების წესების დარღვევა,  სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა  და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, — აღნიშნა ეკატერინე ლალიაშვილმა. 

მისი თქმით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი. დაღუპულთა შორის 19 ქვეითია. დაშავებული ქვეითების რაოდენობა 265-ს შეადგენს. ორ თვეში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0