Sony classical ანიტა რაჭველიშვილის პირველ სოლო ალბომს გამოუშვებს

© Facebook / Anita Rachvelishviliანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანიტა რაჭველიშვილი ალბომის ჩაწერაზე მუშაობის დაწყებას თვის ბოლოს იტალიიის ტელევიზია RAI–ს ორკესტრთან ერთად გეგმავს.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ცნობილი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი თავის პირველ სოლო ალბომს ცნობილ ხმის ჩამწერ სტუდია Sony classical–ში ჩაწერს, აღნიშნულია მომღერლის Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაში.

ალბომის შექმნაზე მუშაობა აპრილის ბოლოს იტალიაში დაიწყება. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას მიიღებს RAI–ს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

Sony classical–თან თანამშრომლობდნენ ცნობილი შემსრულებლები: იონას კაუგმანი, სონია იონჩევა, ხუან დიეგო ფლორესი, პლასიდო დომინგო და ქართველი სოპრანო ნინო მაჩაიძე.

ნიტა რაჭველიშვილი თბილისში დაიბადა, დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ვოკალის განხრით.

საქართველოში რაჭველიშვილის დებიუტი საოპერო სტუდიაში შედგა, სადაც ვერდის ოპერა "რიგოლეტოში" მადალენასა და ჩაისკოვსკის "ევგენი ონეგინში" ოლგას პარტიებს ასრულებდა.

2006 წლის შემოდგომაზე მომღერალი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიღეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ სასწავლებლად მილანის "ლა სკალას" თეატრის აკადემიაში მიიწვიეს.

ანიტა რაჭველიშვილი საერთაშორისო არენაზე ცნობილი 2009 წლის 7 დეკემბრიდან გახდა, როდესაც "ლა სკალას" სეზონის გახსნაზე "კარმენში" მთავარი პარტია შეასრულა (ხოსე — იონას კაუფმანი, რეჟისორი — ემა დანტე, დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). მომღერლის სადებიუტო სპექტაკლმა ევროპულ სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა, სპექტაკლს მსოფლიოს მრავალი ტელეარხი გადასცემდა.

2011 წელს შედგა რაჭველიშვილის დებიუტი ნიუ-იორკის "კარნეგი ჰოლში", სადაც შეასრულა პრინცესა დე ბუიონის პარტია ჩილეას ოპერაში "ადრიანა ლეკურერი". მრავალ პარტიათა შორის მის რეპერტუარშია მთავარი პარტიები როსინის ოპერიდან "იტალიელი ალჟირში" და გლუკის "ორფეოსი და ევრიდიკედან".

ყველა ახალი ამბავი
0