თბილისი, 2 აპრილი-Sputnik. კომპანია "თელასმა"დაასრულა ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტის რემონტი, ინვესტიციამ 590 000 ლარი შეადგინა (243 ათასი დოლარი), ნათქვამია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში, 33 მოძველებული უჯრედი ფირმა "სიმენსის"ვაკუუმიანი გამომრთველი ბუდეებით შეიცვალა. დამონტაჟდა თანამედროვე, ციფრული დამცავები, შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა და გაუმჯობეხდა წყალმომარაგების სისტემა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქალაქის საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ელექტრო მომარაგება შეუფერხებლად მოხდება.
სააქციო საზოგადოება "თელასი" ერთერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ახორციელებს თბილისში ელექტროენერგიის განაწილებას და დაახლოებით 500 000 მომხმარებელს ემსახურება. 2003 წლის აგვისტოში "თელასი" შევიდა "ინტერ რაო"-ს შემადგენლობაში. "ინტერ რაო" ფლობს აქციების 75%, ხოლო დანარჩენ 25% სახელმწიფოს საკუთრებაშია.