თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. საქართველო ხელისუფლება ქვეყანაში თვითმმათველი ქალაქების შემცირების პროექტზე მუშაობს, განაცხადა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ზურაბ არველაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
დღეისათვის საქართველოში 14 თვითმმართველი ქალაქია, რომელთაგან 13 ასევე მუნიციპალური ცენტრია. კიდევ ერთი თვითმმართველი ქალაქია თბილისი.
"ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული თვითმმართველობები, გვყავს არჩეული მერები, გამგებლები, საკრებულოები, უფრო მეტი დემოკრატიული პროცესი მივიღეთ, ამაზე არავინ დაობს და ამის რევიზიას არავინ აპირებს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, როგორ გავზარდოთ რესურსები ადგილზე რეგიონებში იმისთვის, რომ ბევრი პროექტი გავაკეთოთ, ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ, სერვისები გავაუმჯობესოთ, ამ ყველაფერში ხალხი უფრო მეტად იყოს ჩართული, გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა ადგილებზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური მმართველობა მივიღოთ და ჩვენი მოსაზრებით, ეს ყველაფერი არის დეცენტრალიზაციის მთავარი ამოცანა", — განაცხადა ალავიძემ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რეფორმის შემდეგ 14-დან 8 ქალაქმა შესაძლოა თვითმმართველის სტატუსი დაკარგოს.
"მაგალითად რომ ავიღოთ ზუგდიდი, იქ მერიაც არის და რაიონის ადმინისტრაციაც, მართვისათვის კი სრულიად საკმარისია ან ერთი მერია ან რაიონული ადმინისტრაცია", — თქვა ალავიძემ.
მისი თქმით მთავარია არა თვითმმართველი ერთეულების შემცირება. არამედ არამიზანშეწონილი ხარჯების შემცირება.
მას შემდეგ, რაც 2014 წელს თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა საქართველოში 5-დან 14-მდე გაიზრდა, ხარჯებიც შესაბამისად გაიზარდა.
მან აღნიშნა, რომ მერებისა და რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელების პირდაპირი არჩევის სისტემა შენარჩუნდება.
საქართველოს თვითმმართველობის უახლოესი არჩევნები შემოდგომაზეა დაგეგმილი.