თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ბანგლადეშში ვიზიტით მყოფ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პრეზიდენტმა, საბერ ჩაუდჰურიმ და გენერალურმა მდივანმა, მარტინ ჩუნგონგმა ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლეს, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.
ირაკლი კობახიძესთან ერთად ღონისძიებას საპარლამენტთაშორისო კავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა რეზოლუციის პროექტი „პარლამენტის როლი სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის კუთხით“.
განხილვების შემდეგ გაიმართა დებატები, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობდა.
პროექტის რეზოლუციაში ხაზგასმულია პარლამენტების როლი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებაში, შიდა პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრაში და ასევე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის აღკვეთაში.
პარლამენტთშორისი კავშირი — ეს 1889 წელს დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიო პარლამენტების მუშაობის კოორდინაციას ემსახურება.