ერდოღანმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც თურქეთს ევროკავშირში არ იღებენ

© REUTERS / Kayhan Ozer/Presidential Palaceრეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირსა და თურქეთს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ჯერ კიდევ 1963 წელს მოეწერა ხელი.

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მიზეზი, რომლის გამოც თურქეთს ევროკავშირში უკვე 50 წელზე მეტია არ იღებენ — ეს რელიგიური ფაქტორია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„თქვენ იცით, რატომ არ იღებენ თურქეთს უკვ 54 წელის ევროკავშირში? მიზეზი სავსებით ნათელია: ევროკავშირი ქრისტიანული კავშირია“, — განაცხადა ერდოღანმა ანკარაში მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, რეფერენდუმის დღე 16 აპრილი ეს დღეა, როდესაც „ევროკავშირის პოზიციას პასუხი გაეცემა“.

მისი თქმით, კონსტიტუციური ცვლილებების წყალობით, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლას ითვალისწინებს, თურქეთის

რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო
ბერძნული მედია ერდოღანს თურქეთის კანონმდებლობის დარღვევაში სდებს ბრალს
განვითარება დაჩქარდება, რაც ქვეყნის მტრებს არ აწყობთ.

„თურქეთის ეკონომიკა 2016 წელს 2.9%-ით გაიზარდა. და ეს მაშინ, როდესაც დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებს ეკონომიკური კრიზისი ვერ დაუძლევიათ“, — განმარტა თურქეთის ლიდერმა.

მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა კავშირის“ მხარდაჭერაში.

შეგახსენებთ: ევროკავშირსა და თურქეთს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ჯერ კიდევ 1963 წელს მოეწერა ხელი. ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი თურქეთმა 1987 წელს წარადგინა. ქვეყნის ევროპულ კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც მხოლოდ 2005 წელსღა დაიწყო, არაერთხელ შეჩერდა უთანხმოების გამო.  2016 წლის მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა თანხმობა განაცხადეს, განეახლებინათ თურქეთთან ამ თემაზე მოლაპარაკებები იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა ხელს შეუწყობდა მიგრანტების ნაკადის ევროკავშირში შედინების შეჩერებას თურქეთის ტერიტორიის გავლით.

ყველა ახალი ამბავი
0