CR IS-ის საერთაშრისო სერიის ძარიანი ავტომობილების რბოლა უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. წელს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სტარტის ადგილად საქართველო აირჩიეს, სადაც შეჯიბრის პირველი ეტაპი გაიმართა.
ძარიანი ავტომობილების საერთაშორისო რბოლის ისტორია ცოტა ხნის წინ დაიწყო — 2015 წელს მარჩელო ლოტიმ, რომელმაც 1 წლით ადრე WTCC-ის (World Touring Car Championship) გენერალური მენეჯერის პოსტი დატოვა, ახალი შეჯიბრი წამოიწყო, რომელმაც მომენტალურად მოიპოვა პოპულარობა.
მარჩელო ლოტი სერიის გენერალური დირექტორია, 2016 წელს სწორედ მან მოაწერა საქართველოს მთავრობასთან ერთად TCR სერიის ერთი ეტაპის საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარების ხელშეკრულებას.

TCR IS რბოლაში სხვადასხვა 4 კარიანი სედანის ტიპისა და 5 კარიანი ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილები მონაწილეობენ

მანქანების ძარები სერიულია, თუმცა გაძლიერებული და სპეციალურად მოდიფიცირებულები. დაშვებულია ბორბლის არკის ზომის გაზრდა, რათა დიდი დიამეტრის საბურავების დაყენება იყოს შესაძლებელი

TCR IS-ში მონაწილე მანქანის მაქსიმალური სიგანე უნდა იყოს 1,95 მეტრი, მაქსიმალური სიგრძე - 4,3 მეტრი. ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ძრავები აღჭურვილია ტურბინებით, რომელთა მოცულობა 2 ლიტრამდეა

გამოიყენება სერიული გადაცემათა კოლოფები ან TC3 სერიისათვის შემუშავებული ვერსიები. დაშვებულია საჭის უკანა გადამრთველებიც, თუ სერიულად იწარმოება კონკრეტულ მოდელზე

TCR IS-ის სერიის ავტორბლაში გუნდები მონაწილეობას ღებულობენ ავტომობილებით Honda Civic, SEAT Leon, Ford Focus, VW Golf, Opel Astra და იგივე კლასის სხვა ავტომობილებით

TCR IS-ის ქართველი მონაწილის, დავით ქაჯაიას ავტომობილი Alfa Romeo

TCR-ის ავტომობილები შეფასებულია 100 ათას ევროდ - ეს არც ისე ბევრია საერთაშორისო სერიის სხვა კლასების უფრო ძვირადღირებულ ავტომობილებთან შედარებით

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ათვალიერებს TCR ავტორბოლის მონაწილე ავტომობილებს

Контракт о проведении автогонок серии TCR IS на территории Грузии с руководством международной серии автомобильных соревнований подписало министерство внутренних дел страны

საქართველოს შსს არის TCR IS-ის პარტნიორი საქართველოში და რბოლის ორგანიზებაშიც ღებულობს მონაწილეობას. ფოტოზე: TCR IS-ის სერიაში მონაწილეობის მისაღებად მოდიფიცირებული ჰეჩბეკის ტიპის სერიული ავტომობილი

TCR IS-ის პირველი ეტაპი საქართველოს ტერიტორიაზე 1-2 აპრილს შედგება

კლასი TCR, მიუხედავად იმისა რომ ახალია, ძალიან წარმატებული გამოდგა, მისი პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. გარდა საერთაშორისო სერიისა TCR IS, ტარდება აზიური და პორტუგალიური სერიები, ასევე ბელგიური TCR BeNeLux. TCR კლასის საკუთარი ბოლიდების საკუთარ ტურინგ ჩემპიონატების რბოლებში ჩართვის შესახებ განაცხადეს იტალიამ, რუსეთმა, აშშ-მა და დომინიკელთა რესპუბლიკამ