თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ქალაქი რუსთავი პირველად ქართული სპორტის ისტორიაში საქართველო ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს.
საერთაშორისო ჩემპიონატზე 12 ქვეყნის 16 ავტომრბოლელი ასპარეზობს. საქართველოს სახელით რბოლაში ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, Mia Force-ს წევრი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია და სერბი სპორტსმენი დუშან ბორკოვიჩი მონაწილეობენ.
Tcr-ის პირველი ეტაპის პირველი რბოლის გამარჯვებული სწორედ დათა ქაჯაია გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ძარიან ავტომობილებს შორის (TCR International Series) საერთაშორისო ჩემპიონატის 2017 წლის სეზონი გახსნას TCR International-ის დამფუძნებელი მარჩელო ლოტი, ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები და მსოფლიოს წამყვანი სპორტული არხების ჟურნალისტები ესწრებიან.
ჩემპიონატზე დასასწრები თითოეული შეძენილი ბილეთიდან გარკვეული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის წევრები დაესწრნენ.