ავტომობილი Porsche-ს მფლობელებმა მონაწილეობა მიიღეს TCR 2017-ის საქართველოში ჩატარების მხარდამჭერ აქციაში, რომელიც ვარდების მოედანზე გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ათვალიერებდნენ თბილისელები და ქალაქის სტუმრები ძვირფას ავტომობილებს.
TCR 2017-ის სერიის საერთაშორისო ავტორბილის პირველი ეტაპი წელს საქართველოში გაიმართება. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე 1 აპრილს საკვალიფიკაციო რბოლა ჩატარდება, ხოლო შეჯიბრის ძირითადი ნაწილი 2 აპრილს გაიმართება.
TCR რბოლის საქართველოში ჩატარების სამწლიანი ხელშეკრულება 2016 წლის სექტემბერში გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და TCR პრომოუტერ მარჩელო ლოტის შორის. ქართულ მხარეს შეთანხმებაზე წარმოადგენდა ქვეყნის შს მინისტრი.
შსს ასევე აქტიურად მონაწილეობს TCR რბოლის ორგანიზებასა და უზრუნველყოფაში. ავტორბოლაში მონაწილეობას ღებულობს ქართველო პილოტი დათა ქაჯაია, რომელიც წარმოადგენს გუნდს MIA Force.