ნორა ნაჭყებია: „ჩემი კლოუნი, სახელად გერონტი ყველას მოსწონს“
-„საქართველოში ადრე არ იყო ის მასალები, რითიც თოჯინებს ამზადებენ. ეს თეთრი პოლიმერული თიხაა, რომელიც მალე შრება“,-განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ნორა ნაჭყებიამ.
ნორა ნაჭყებია — ინჟინერ-კონსტრუქტორი, დამთავრებული აქვს „გპის“ თვითმფრინავის მშენებლობის ფაკულტეტი, წლების მანძილზე ჟურნალისტად და მთარგმნელადაც მუშაობდა. რამდენიმე წელი თბილისის 31-ე ქარხნის თანამშრომელი იყო.