ქართული ენის დისტანციური სწავლება უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის

გამოწერა
პროექტი საპილოტე რეჟიმში პირველად დიდი ბრიტანეთში განხორციელდა და დიდი ინტერესიც გამოიწვია.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ქართული ენის დისტანციურად შესწავლას სთავაზობს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„აპრობირებული პროგრამა, გადამზადებული, კვალიფიციური პედაგოგები არის გარანტი იმისა, რომ პროექტი წარმატებით დაინერგება და ყველა მსურველს შესთავაზებს მაღალი ხარისხის მომსახურებას“, — წერია სამინისტროს პრესსამსახურის საიტზე.

დისტანციური სწავლების პედაგოგებისთვის სპეციალური პროგრამაა შემუშავებული, რომლის ფარგლებშიც მათი გადამზადება მოხდა — როგორც თეორიული, ისე ტექნიკური.

გარდა ამისა, პედაგოგებს ჩაუტარდათ იმიტირებული საჩვენებელი გაკვეთილები, რომლებზეც მათ სწავლების ფორმა და მეთოდი შეაფასეს.

განათლების სამინისტრო აღნიშნავს, რომ მომავალში ტრენინგები უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს დამომდევნო ეტაპზე უკვე გადამზადებული პედაგოგებიც შეძლებენ ტრენინგების ჩატარებას.

პროექტი საპილოტე რეჟიმში პირველად დიდი ბრიტანეთში განხორციელდა და დიდი ინტერესიც გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0