ფრინველთა სამყარო საქართველოში: სახეობები და მათი თავისებურება

© Flickr / Anita Ritenourშევარდენი
შევარდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ფრინველთა დაახლოებით 10 ათასი სახეობაა, აქედან საქართველოში 400 გვხვდება.

1 აპრილი ფრინველთა საერთაშორისო დღეა (Internacional Bird Day), sputnik საქართველო ესაუბრა ქართველ ორნიტოლოგს ზურაბ ჯავახიშვილს, რომელმაც გამოყო საქართველოში მობინადრე ფრინველთა განსაკუთრებული სახეობები.

საქართველო, მიგრანტ და გადამფრენ ფრინველთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ყოველ წელს ქვეყანას გადაუფრენს მილიონზე მეტი ჩიტი. ამ მოვლენისთვის თვალის დევნება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც აჭარაში 2012 წლის მერე მუდმივად მიმდინარე ფესტივალს (Birdwatching) ესწრება.

ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ფრინველი, რომელიც დღეს საქართველოში გვხვდება — გავაზია(ლათ. Falco cherrug) სამწუხაროდ ძალიან მცირე პოპულაციაა, მხოლოდ სამი ბუდეა ნაპოვნი. ფრინველი წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც გადაშენების გზაზე მყოფი სახეობა. მისი ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას დოლარს შეადგენს. ბაზიერები ძირითადად სხვა ჩიტებზე სანადიროდ იყენებენ, ამიტომაც აქვს დიდი ფასი. 

© Flickr / Susanne Nilssonგავაზი
გავაზი - Sputnik საქართველო
გავაზი

არიან ჩიტები, რომლებიც მხოლოდ კავკასიაში გვხვდება. ფრინველებს, რომელთა არეალიც მკაცრად განსაზღვრული ტერიტორიით შემოიფარგლება ენდემურს უწოდებენ, ასეთი საქართველოში შურთხია (Tetraogallus), სხვაგვარად მათ "მთის ინდაურებსაც" ეძახიან. შურთხი ძირითადად მაღალ მთაში ბინადრობს. 

© Flickr / McKay Savageშურთხი
შურთხი - Sputnik საქართველო
შურთხი

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრინველი საქართველოში ნიბლიაა (ლათ. Fringilla coelebs). ნიბლია მგალობელია და უფრო ხშირად გაზაფხულზე შეიძლება მისი ხმის გაგონება. 

© Flickr / Mark O'Learyნიბლია
ნიბლია - Sputnik საქართველო
ნიბლია

საქართველოში გვხვდება ბატკანძერიც (ლათ. Gypaetus barbatus), ეს ჩიტი იმითაცაა საინტერესო, რომ სხვათა მსგავსად არა ბალახით, არამედ ძვლებით იკვებება. იგი დიდი ზომის ფრინველია ქორისებრთა ოჯახიდან. მისი გაშლილი ფრთების სიგრძე 3 მეტრს აღწევს. იგი ძალიან ჭკვიანი და მოხერხებულია. ძვალს ნისკარტით იჭერს, კლდოვან ადგილს არჩევს და დიდი სიმაღლიდან ძვალს აგდებს. ძვალი იფშვნება და ფრინველსაც მისი ჭამა უიოლდება. 

CC BY 2.0 / Noel Reynolds / Lammergeier ბატკანძერი
ბატკანძერი - Sputnik საქართველო
ბატკანძერი

ორნიტოლოგებს ყველაზე ჭკვიან ფრინველად ყვავი მიაჩნიათ. არსებობს ფრინველთათვის სპეციალურად შემუშავებული ტესტები, რომელთაც ყველაზე უკეთ სწორედ ყვავები უმკლავდებიან. საქართველოში ყვავისებრთა რამდენიმე სახეობაა, მათ შორის კაჭკაჭი (ლათ. — Pica pica). მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კაჭკაჭებს თუთიყუშების მსგავსად ლაპარაკი შეუძლიათ. 

© Flickr / Dmitri Tovstonogკაჭკაჭი
კაჭკაჭი - Sputnik საქართველო
კაჭკაჭი

ყველაზე სწრაფი ფრინველებიდან საქართველოში ორი სახეობა გვხვდება — შევარდენი(ლათ. Falco), რომელსაც საათში 200 კმ.-ის განვითარება შეუძლია და მეკირია (ლათ. Apus melba), რომლის სისწრაფეც საათში 170 კმ.-ია. 

© Flickr / photolupiშევარდენი
შევარდენი - Sputnik საქართველო
შევარდენი

ყველაზე ფერადი და ჭრელი ჩიტები არიან კვირიონები(ლათ.Merops). ეს ძალიან ლამაზი ფრინველია მწვანე, ლურჯი და წითელი ბუმბულით. კვირიონები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში გვხდებიან, ისინი ძალიან არ უყვართ მეფუტკრეებს, რადგან ფუტკარი მათი ძირითადი საკვებია. კვირიონის მოშინაურება ძალზე იოლი ყოფილა. მათ ძალზედ განვითარებული აქვთ დამახსოვრების ინსტიქტი. ბარტყი დედად მიიჩნევს იმას, ვისაც პირველად დაინახავს. ქართულ სოფლებში ეს კარგად იციან ჩიტებსაც ადვილად იშინაურებენ. 

CC BY 2.0 / bkaree1 / gyurgyalagკვირიონი
კვირიონი - Sputnik საქართველო
კვირიონი

ფრინველთა საერთაშორისო დღე 1894 წელს ა.შ.შ — ში დაარსდა. მალე, თითქმის ყველა შტატში გავრცელდა, მერე კი ევროპაშიც გადმოვიდა. დღეს, იუნესკოს ბიოლოგიური პროგრამის ფარგლებში "ადამიანი და ბიოსფერო", მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ.

ყველა ახალი ამბავი
0