ფიგურულ სრიალში მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონი იაპონელია

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიიაპონელი ფიგურისტი იუძურუ ხანიუ
იაპონელი ფიგურისტი იუძურუ ხანიუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიური ჩემპიონი, იუძურუ ჰანიუ, 2017 წელს ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

თბილისი, 1 აპრილი-sputnik. ჰელსინკში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფიგურულ სრიალში მამაკაცთა შორის ოქროს მედალი მოიგო 22 წლის იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ- იუწყება РИА Новости.

იაპონელმა სპორტსმენმა თავისუფალ პროგრამაში მოპოვებული ქულებით, საკუთარი მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა მიიღო რა — 223,20 ქულა, ხოლო ორი სრიალის ჯამში დააგროვა 321,54 ქულა. ამ შედეგით იგი უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.

ვერცხლის მედალი ასევე იაპონელმა სომა უნომ მოიპოვა (319,31 ქულა ჯამში). საპრიზო სამეულშია ჩინელი ცზინ ბო იანი (303,58).

ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატი ფინეთში 28 მარტს დაიწყო და 2 აპრილამდე გასტანს. ჩემპიონატის ბოლო დღეს გამარჯვებულები და პრიზიორები საჩვენებელ გამოსვლას მოაწყობენ. ამ გამოსვლაში ცნობილი ფინელი სპორტსმენებიც გამოვლენ.

2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იუძურუ ჰანიუ, ამიერიდან ორგზის მსოფლიოს ჩემპიონიცაა, მან ასევე გაიმარჯვა გრან-პრის ოთხ გათამაშებაზე და იაპონიის ოთხგზის ჩემპიონის ტიტულსაც ატარებს.

2016 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით, იუძურუ ჰანიუ ფიგურული სრიალის საერთაშორისო კავშირის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0