თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. ცნობილი რუსი პოეტი, რომელიც სასწრაფოდ იყო ჰოსპიტალიზებული, აშშ-ში 85 სლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
"იგი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, ნათესავებისა და ახლობლების გარემოცვაში, მშვიდად, ძილში, გულის გაჩერებით", თქვა მისმა ქვრივმა მარია ნოვიკოვამ.
კითხვაზე, რომელიც დაკრძალვის თარიღსა დ დროს ეხებოდა, მან არ უპასუხა. "უკაცრავად არანაირი კომენტარი არავის", — თქვა ნოვიკოვამ.
რუსეთის გენერალური საკონსულო ჰიუსტონში მზადაა ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს ოჯახს გარდაცვლილის ბოლო სურვილის ასრულებაში.
ევგენი ევტუშენკო 1991 წელს ჩავიდა ამერიკაში ოჯახთან ერთად სადაც დღემდე ცხოვრობდა.
საბჭოთა და რუსი პოეტი, რომელიც ცნობილი იყო ასევე როგორც პროზაიკოსი და პუბლიცისტი, 1932 წლის 18 ივლისს დაიბადა ირკუტსკის ოლქში, გეოლოგების ოჯახში.
თავისი პირველი ლექსი მან 5 წლის ასაკში დაწერა და მას 100-ზე მეტი წიგნი ჰქონდა გამოცემული.