თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისე დატოვა ვაჭრობის თაობაზე აღმასრულებელ ბრძანებულებებზე ხელმოწერის ცერემონია, რომ დოკუმენტებზე ხელმოწერა დაავიწყდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Hill-ზე დაყრდნობით.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ შედის ტრამპი ოვალურ კაბინეტში ბრძანებულების გასახმოვნებლად, მაგრამ ისე ტოვებს ოთახს, რომ დოკუმენტებზე ხელს არ აწერს. შენიშნა რა ეს, ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი შეეცადა დასწეოდა სახელმწიფოს მეთაურს, მაგრამ პრეზიდენტი უკან აღარ დაბრუნდა. ამიტომ პენსი მაგიდასთან დაბრუნდა, დოკუმენტები აიღო და ოვალური კაბინეტიდან გავიდა.
გამოცემა წერს, რომ დადგენილი წესის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტები კანონებს პრესის თანდასწრებით აწერენ ხელს ოვალურ კაბინეტში.
Hillი აღნიშნავს, რომ ტრამპმა კაბინეტი სავარაუდოდ მას შემდეგ დატოვა, რაც ერთ-ერთმა რეპორტიორმა მას მაიკლ ფლინის შესახებ (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი) შეკითხვა დაუსვა.
შეგახსენებთ: მაიკლ ფლინი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც პრესაში გამოჩნდა ვარაუდები, თითქოს გენერალმა ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსსა და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან ურთიერთობის თაობაზე.