28 მარტს რიგის ძრავების მუზეუმში, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია, რიგის 26-ე მოდის კვირეულის გახსნა შედგა. იხილეთ კადრები ქართული და ესტონური კოლექციები ფოტოლენტაში წარმოდგენილ კადრებში.
ბალტიის რეგიონის ძველი სატრანსპორტო საშუალებების უდიდესი მუზეუმის ექსპოზიცია, რომელშიც თავმოყრილია 100-ზე მეტი ავტომობილი და მოტოციკლი, ლამაზ ფონად იქცა მოდის კვირეულის გახსნისათვის, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ბრენდები Mariam Gvasalia და Dalood, ასევე ესტონური ბრენდი KAT. რიგაში სამივე ბრენდი პირველად წარმოადგენდა საკუთარ კოლექციებს, იუწყება "Sputnik-ლატვია".

1/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
რიგის მოდის კვირეულზე პირველად წარმოადგინა საკუთარი კოლექცია ქართულმა მარკამ Mariam Gvasalia, რომლის დიზაინერიც ახლა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის Vetements და მოდის სახლის Balenciaga კრეატიული დირექტორის, დემნა გვასალიას მოგვარეა

2/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Mariam Gvasalia-ს კოლექცია. ტყავის სხვადასხვა სახეობების მოდური შეხამება ერთ სამოსში

3/24
© photo: Sputnik / DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
ქართველმა მოდელიორმა მარიამ გვასალიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ფეხსაცმლის დიზაინი შეისწავლა ფლორენციასა და მალიორკაზე. რიგაში მარკამ Mariam Gvasalia წარმოადგინა არამხოლოდ სამოსი, არამედ 2017 წლის შემოდგომის და 2018 წლის ზამთრის სეზონების ფეხსაცმელი

4/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Mariam Gvasalia-ს კოლექცია

5/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Mariam Gvasalia-ს კოლექცია. ევროპულ მოდაში მყარად გამჯდარი აღმოსავლური ტრენდი - კაბის ზემოდან შარვალი

6/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Mariam Gvasalia-ს კოლექცია. დიზაინერს არ ავიწყდება დეტალები - ამ სამოსის შემადგენელი ნაწილებია ღია ფერის საყელო და ქამარი

7/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Mariam Gvasalia-ს კოლექცია. მოცულობით თამაში და ცოტა პიკანტურობა

8/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Mariam Gvasalia-ს კოლექცია. გამჭვირვალე ტყავი მოდიდან არ გადადის უკვე რამდენიმე სეზონია

9/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Riga Fashion Week-ის გახსნაზე მეორემ საკუთარი კოლექცია ესტონურმა ბრენდმა KAT წარმოადგინა, რომელიც ლატვიის დედაქალაქში პირველად უჩვენებდა მოდის საკუთარ ხედვას

10/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
ესტონური ბრენდის KAT სტილი - ბალტიისპირეთისათვის მახასიათებელი მინიმალიზმი, რეტროსტილისა და სიმყუდროვის კოქტეილი

11/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
ესტონური მარკის KAT კოლექციაში წარმოადგინეს საშემოდგომო ელფერი - ცივი ლურჯი და ცისფერი, მუქი ნარინჯისფერი და ყვითელი

12/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
KAT-ის კოლექცია. ფართო შარვალი მაღალი წელით - მომავალი შემოდგომის გარდერობის აუცილებელი ელემენტი

13/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
KAT-ის კოლექცია. ამ მონოქრომული სამოსის გამორჩეული ელემენი უჩვეულოდ შეკრული ქამარია

14/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
KAT-ის კოლექცია. ესტონური მარკის კაბების ჩვენება მსუბუქი ხელოვნური ტყავის სამოსით დასრულდა

15/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
რიგის მოდის კვირეულის ჩვენება ქართულმა ბრენდმა Dalood დახურა

16/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
მარკა Dalood მოსკოვში გახსნილი ბუტიკიდან სრულყოფილ ბრენდად ჩამოყალიბდა

17/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
2017 წლის შემოდგომისა და 2018 წლის ზამთრის კოლექცია ბენდმა Dalood საიდუმლოებსა და ოცნებებს მიუძღვნა

18/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Dalood-ის კოლექცია

19/24
© DIMA BABUSHKIN / RIGA FASHION WEEK
Dalood-ის კოლექცია. ქართული მარკის ნათელი ფერის ნაქარგებმა რიგის მოდის კვირეულის მაყურებლები აღარფრთოვანა

20/24
© DARREN KANE / RIGA FASHION WEEK
რიგის მოდის კვირეული - ეს ლატვიის დედაქალაქის მოდელიორების შეხვედრის მთავარ და ტრადიციულ ადგილად მიიჩნევა. კვირეულის გახსნას შეუერთდა პოპულარული მომღერალი, ტელეშოუს "Хочу к Меладзе!" მონაწილე მარკუს რივა, რომელსაც ახლდა ბიზნეს-ლედი სანტა კოლა

21/24
© DARREN KANE / RIGA FASHION WEEK
რიგის მოდის კვირეულის სტუმრები - ლატვიური ბრენდი QooQoo დიზაინერი ალიონა ბაუსკა

22/24
© DARREN KANE / RIGA FASHION WEEK
Riga Fashion Week-ის გენერალური პროდუსერი და ბალტიის მხარის მოდის ფედერაციის პრეზიდენტი ელენა სტრახოვა

23/24
© DARREN KANE / RIGA FASHION WEEK
რიგის მოდის კვირეულის სტუმრები: ლატვიური ბრენდის ANNA LED მოდელიორი ანა ლედსკალნინია (ცენტრში) ფოტოგრაფ ოლგა იაკოვლევასთან (მარცხნივ) და ცნობილ რიგელ სტილისტთან, გამომცემლობა "რიგას ვილნი" მოდის განყოფილების რედაქტორ ოლგა კოლოტოვასთან ერთად.

24/24
© DARREN KANE / RIGA FASHION WEEK
რიგის მოდის კვირეულის სტუმრები: რიგასა და ლონდონში მცხოვრები მოსართავების დიზაინერი გინტა სიჩევა (მარცხნივ), fashion-რედაქტორი დაცე ვაივარა (ცენტრში) და მსახიობი ზანე ვალიცკა