თბილისი, 31 მარტი — Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში ჩაის პლანტაციების აღორძინება დაიწყო, რომელიც ცხრა ჰექტარ ფართობზე გაშენდა.
აღნიშნულ მომენტში მიმდინარეობს პლანტაციების გაწმენდითი და გასხლვითი სამუშაოები. აღდგენით სამუშაოები სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის" ფარგლებში ხორციელდება, ნათქვამია მთავრობის Facebook-გვერდზე.
სოფელი ზოდი მესამეა, სადაც აღნიშნული პროექტი ხორციელდება. ჩაის პლანტაციების აღდგენა უკვე მოხდა სოფლებში ნიგოზეთი და გეზრული.
„ქართული ჩაის" პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად იგეგმება შვიდი ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში პირველი დაფინანსება კოოპერატივმა "ხავერდის ჩაიმ" მიიღო, რომელიც იმერეთის რეგიონში 10,5 კვადრატული ფართობზე ჩაის პლანტაციების გაშენებას გეგმავს.
გარდა ამისა, ჩინური კომპანიის დახმარებით, მოხდება ქვეყანაში მეჩაიეობის დარგის აღორძინება. შესაბამისი მემორანდუმი საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ კომპანიებს — Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. и Xinjiang Hualing & Trade (Group) Co-ს შორის უკვე გაფორმდა, ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ამასთან, ჩინური კომპანია საქართველოში ჩაის ფაბრიკის აშენებას და საექსპორტო პროდუქციის წარმოებას გეგმავს, განაცხადა ჩინეთში ჩაის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი კომპანია Yunnan Dianhong Group-ის პრეზიდენტმა ვან თიან-ჩიუაინმა (Van Tian-Chiuan) თბილისში.
Yunnan Dianhong Group-ის პრეზიდენტმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებთან 2016 წლის აპრილში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორია და განაცხადა, რომ ჩინეთის შემდეგ ჩაის ქვეყანა საქართველოა.