საქართველოს რაგბის U-20 ნაკრებმა ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა

© Союз регби ГрузииU-20 რაგბის ნაკრები
U-20 რაგბის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების წევრები, სამკვირიანი ვარჯიშის შემდეგ, ცხრა დღე დაისვენებენ.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს რაგბის U-20 ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მზადების პირველი ეტაპი დაასრულა, რომელიც საქართველოში ივნისის თვეში ჩატარდება, ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

სამკვირიანი ვარჯიშები შევარდენის" საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პირველი ეტაპი ფიზმომზადებას დაეთმო. ჩვენ გამძლეობისა და კუნთის მასის გაზრდაზე ვმუშაობდით, ასევე ვიმუშავეთ სისწრაფის ამაღლებაზე. ჩემპიონატზე თამაში მაღალ დონეზე ჩატარდება და ამისათვის სპეციალური მომზადებაა საჭირო", — აღნიშნა გუნდის მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

მომავალი ცხრა დღის განმავლობაში რაგბისტები დაისვენებენ, რის შემდეგაც მეორე ორკვირიან წვრთნებს დაიწყებენ, რომელიც შევარდენის" ბაზაზე გაიმართება. ამ შემთხვევაშიც დიდი ყურადღება დაეთმობა სპორტსმენების ფიზიკურ მომზადებას. 

© საქართველოს რაგბის კავშირისაქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები
საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრები

U-20-ის მსოფლიო ჩემპიონატში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, უელსი, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, იტალია, სამოა და საქართველო, რომლებიც სამ ჯგუფში გადანაწილდებიან — თითოეულში ოთხი გუნდი. ნახევარფინალში თითოეული ჯგუფიდან გამარჯვებული და მეორე ადგილზე გასულ გავა.

А" და С" ჯგუფების მატჩები თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე გაიმართება, ხოლო В" ჯგუფის მატჩები კი ქუთაისის აია არენაზე".

U-20-ის მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში 31 მაისს დაიწყება და 18 ივნისს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0