ნანიკო ხაზარაძე: მასთან ერთად მოგზაურობა დიდი სიამოვნებაა

© FB/ Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან სასიამოვნოა, თუ საზღვარგარეთ დასასვნებლად მიდიხარ, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, როცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად უწევთ უცხო ქვეყანაში გამგზავრება. ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე.

მისი თქმით ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა სამსახურიდან უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება. ამ დროს ურთიერთობა აქვს კოლეგებთან, რომელიც სხვა ენაზე მეტყველებენ, სხვა კულტურა აქვთ და სხვა რეჟიმით ცხოვრობენ.

მოგზაურობა ყველაზე მეტად შვილთან ერთად ანიჭებს ბედნიერებას. დიდი სურვილი აქვს ხშირად იმოგზაუროს მასთან ერთად და ბევრ სიახლეს ეზიაროს.

© FB/ Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ნანიკო ხაზარაძე

–ძალიან სასიამოვნო პროცესია მოგზაურობა. გარდა იმისა, რომ ნახულობ უცხო ქვეყანას, ეცნობი უცხო ტრადიციებს, მოგზაურობა ტოვებს საოცარ მოგონებებს. ერთი სიტყვით მოგზაურობა სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება.

–ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი მაინც პირველი მოგზაურობა იყო.

–დიახ. პირველად უნგრეთი მოვინახულე. გასტროლებზე ვიყავი. ბევრ ქალაქში მომიწია ყოფნა. ძალიან აღფრთოვანებული დავბრუნდი, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დრო იყო, ჩაკეტილი იყო საზღვრები, უჭირდა ხალხს ევროპის ქვეყნებში გასვლა. მითუმეტეს, ჩემი ასაკის ბავშვები ძალიან იშვიათად გადიოდნენ ქვეყნიდან, ამიტომ ცხადია ძალიან კარგი და ტკბილი მოგონებები მაკავშირებს ამ მოგზაურობასთან.

უკვე ზრდასრულ ასაკში, როდის დავიწყე საზღვარგარეთ სიარული არ მახსოვს. არა ერთხელ ვყოფილვარ სამსახურიდან, ასევე დასასვენებლად. ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა სამსახურიდან მიდიხარ საზღვარგარეთ. ამ დროს ურთიერთობა გაქვს შენს კოლეგებთან, რომელიც სხვა ენაზე მეტყველებენ, სხვა კულტურა აქვთ, სხვა რეჟიმში არიან, ამ დროს გიწვეს გადაწყობა მათზე და ძალიან ბევრ რამეს სწავლობ. კარგი გამოცდილებაა მუშაობა საზღვარგარეთ.

© FB/ Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ნანიკო ხაზარაძე

–ალბათ ყველა ქვეყანას თავისებური ხიბლი აქვს. თქვენ თუ მოგხიბლათ განსაკუთრებით რომელიმე ქვეყანამ?

–ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი თვისება აქვს, ყველა თავისებურად კარგია. ჩემი ცხოვრების განმავლობაში სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან ძალია კარგი იყო, ყველა მოგზაურობა სასიამოვნოდ მახსენდება. ერთმანეთისაგან ვერ გამოვარჩევ და კლასიფიკაციას ვერ მივანიჭებ რომელი უკეთესია. ჩემს ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს. ვერ ვიტყვი, რომელიმე განსაკუთრებით მიმზიდველი იყო. ამიტომ ყველა ერთნაირად კარგია, უბრალოდ სხვადასხვა კულტურის, მენტალიტეტის ადამიანები გვხვდებიან.

© FB/ Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ნანიკო ხაზარაძე

–სიყვარულის ქალაქზე, პარიზზე რას გვეტყვით? თქვენც ფიქრობთ, რომ ეს სიყვარულის ქალაქია?

–ძალიან ლამაზი და ხმაურიანი ქალაქია. არქიტექტურა იმის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა თავი ამ გარემოში სასიამოვნოდ იგრძნოს. სიყვარულის ქალაქი ყველა ქალაქია სადაც გიყვარს.

–ეგზოტიკური ქვეყნები გიზიდავთ?

–არ ვარ ნამყოფი ეგზოტიკურ ქვეყნებში. თუმცა სურვილი ნამდვილად მაქვს ვნახო ეს ქვეყნები, თქვენ საშუალება მითხარით, თორემ სურვილი ნამდვილად არის.

–კერძების დაგემოვნების დროს ექსპერიმენტები გიყვართ?

–ძალიან ცოტა პროდუქტს ვიღებ, ამიტომ უცხო ქვეყნების სამზარეულოს არასდროს არ ვეცნობი. არ მიყვარს ამ მხრივ ექსპერიმენტები.

© FB/ Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
ნანიკო ხაზარაძე

–უცხოელი სტუმარი, რომ გესტუმროთ საქართველოს რა ღირსშესანიშნაობას დაათვალიერებინებდით, სად წაიყვანდით?

–ძალიან კარგი პორტალი არსებობს, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია შევიდეს და მიიღო ინფორმაცია ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. ვინც აქ ჩამოდის უკვე იციან რა უნდა ნახონ, რა უნდა გასინჯონ. ამიტომ ჩვენ აღარ გვაქვს საფიქრალი და საზრუნავი რა დავათვალიერებინოთ, სად წავიყვანოთ და ა.შ. ტურისტები, როცა საქართველოში ჩამოდიან, ვფიქრობ ჩემზე ბევრად მომზადებულები არიან. ეს პორტალი გააკეტა ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ, რისთვის მას დიდი მადლობა.

–ზამთრის კურორტებს ანიჭებთ უპირატესობას, თუ ზაფხულის?

–ზამთარი და სიცივე არ მიყვარს, თუმცა დიდად არც ზღვაზე ვგიჟდები. ზღვაში არ ჩავდივარ. არ მიზიდავს მცხუნვარე მზე და რუჯი. თუმცა ზღვაზე ყოფნა მომწონს, მსიამოვნებს, როცა შორიდან ვუყურებ ზღვის ტალღებს, პლიაჟს. ამ დროს ძალიან კარგად ვისვენებ.

–ხშირად აღნიშნავენ, რომ მეგობრებთან ერთად ძალიან სასიამოვნოა მოგზაურობა. თქვენ ყველაზე მეტად ვისთან ერთად გიხარიათ და გსიამოვნებთ მოგზაურობა?

–მე ძალიან მიხარია, როცა ჩემს შვილთან ერთად მივდივარ დასასვენებლად საზღვარგარეთ. სამჯერ ვიყავით ერთად წასულები. ერთხელ ვიყავით ჩემს მეგობრებთან. ერთი ჟენევაში ცხოვრობს, მეორე ბერლინში. ჯერ ერთთან ვიყავით, მერე გადავინაცვლეთ მეორესთან. ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ეს ვოიაჟი. მასთან მოგზაურობა ძალიან კარგია.

–რომელიმე ქვეყანაში რაიმე უცნაური კანონი, ან ტრადიცია ხომ არ შეგხვედრიათ?

–გამიგია, რომ უამრავ ქვეყანაში არის სასაცილო და უცნაური კანონი, თუმცა პირადად ჩემს თავზე მსგავსი არაფერი გამომიცდია, არაფერს არ შევხვედრილვარ. ძალიან მშვიდი მგზავრობა მაქვს ხოლმე ყოველთვის.

–ქართველებს თუ ამსგავსებთ რომელიმე ეროვნების ადამიანს?

–ესპანელებს. ჩვენსავით ხმაურიანი ხალხია. შედარებით უწესრიგო, როგორც ჩვენ.

–საქართველოს გარდა სხვა ქვეყანაში იცხოვრებდით?

–არა, საქართველოს გარდა სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0