მაჭუტაძე: კოლხეთში, პატარა მონაკვეთზე თავმოყრილია წითელი ნუსხით დაცული ბევრი სახეობა
„ეს მცენარე ხარობს ტორფნარებთან ახლოს, ჭარბტენიან ეკოსისტემებში, დაბლობზე, ასევე ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ყვავის აგვისტოში, სექტემბერსა და ოქტომბერში. გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით", — ამბობს მეცნიერი.
იზოლდა მაჭუტაძის თქმით, საქართველოში გვხდება არა მარტო კოსტალეცკია, არამედ წყლის კაკალი, წყლის სამყურა, ჯადვარი და სხვა ულამაზესი მცენარეები, რომლებსაც გლობალური სტატუსი აქვთ.