ქართველი რაგბისტები არგენტინელებს შეხვდებიან

© AP Photo / Martin Cleaverარგენტინელი ტომას კაბელი
არგენტინელი ტომას კაბელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რაგბის ნაკრები არგენტინასთან საკუთარ ძალებს მეხუთედ გამოცდის - მანამდე გამართულ ოთხივე მატჩში „ბორჯღალოსნები" დამარცხდნენ.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. არგენტინის რაგბის კავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველო-არგენტინის ნაკრებებს შორის ტესტ-მატჩი 24 ივნისს ქალაქ სან სალვადორ დე ხუხუიში ჩატარდება, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

საქართველოს რაგბის ნაკრები რუმინეთთან შეხვედრის წინ - Sputnik საქართველო
„ოსკარის“ ექო: საქართველოს რაგბის ნაკრებს შეცდომით გადასცეს თასი

თამაში ესტადიო დე ხიმნასიას" სტადიონზე გაიმართება, რომელსაც რესტავრირება ფეხბურთში სამხრეთ ამერიკის თასის წინ, 2011 წელს ჩაუტარდა.

ის, რომ გუნდების შეხვედრა სწორედ ამ ქალაქში გაიმართებოდა, ცნობილი გასული კვირის ნოემბერში გახდა. თუმცა, ოფიციალური გადაწყვეტილება ახლა მიიღეს.

ამ ქალაქში მატჩის გამართვის სურვილი სპორტის ფარგლებს სცდება. მატჩის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება და ჩვენ ძალიან გვსურს, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ სან სალვადორ დე ხუხუი. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს მატჩი მედიის დიდ ყურადღებას დაიმსახურებს", — აღნიშნა არგენტინის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეს ჩავანმა,

საქართველოს რაგბის ნაკრები არგენტინის გუნდს ოთხჯერ შეხვდა და ოთხივეჯერ დამარცხება იგემა. ბოლო შეხვედრა 2015 წლის მსოფლიო თასებზე შედგა და ლოს პუმასის" წარმატებით (54:9) დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0