ქართველი მწერლები ჩეხეთის ფესტივალზე
„ამ ფესტივალში მონაწილეობა ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, სურვილი ჩეხეთის მხარემ გამოთქვა, ფესტივალი17 წელია, რაც იქ ტარდება", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ნატა ლომოურმა.
ნატა ლომოური- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. საქართველოს "მწერალთა სახლის" დირექტორი, 1992-1995 წლებში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტში. 2007-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა სფეროში როგორც საქართველოში, ისე სტრასბურგში, ევროპის საბჭოში.