კალის ჯარისკაცების მუზეუმი თბილისში: უნიკალური ექსპონატების კადრები

გამოწერა

თბილისში კალის ჯარისკაცების მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას აცნობს. "Sputnik-საქართველო" გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ხელნაკეთი ექსპონატების საოცარ კოლექციას იხილავთ.

თბილისის კალის ჯარისკაცების მუზეუმის Yota Royal Gallery საოცარი კოლექცია სტუმრებს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას აცნობს. გალერეა ამიერკავკასიის სამხედრო-ისტორიული მინიატურის პირველ და ყველაზე დიდ მუზეუმად მიიჩნევა. მისი დამფუძნებელია ცნობილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ბიძაშვილიშვილი და მისი სეხნია გრიგორი რობაქიძე.

"ჩვენს გალერეაში დაცულია 40 მმ სტანდარტის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კოლექცია. აქ თავმოყრილია ამ სტანდარტში მომუშავე ყველა მწარმოებელი. გარდა ამისა, აქ წარმოდგენილია ჩვენი ქართული ჯარისკაცი, რომელსაც Yota Royal აწარმოებს – ისინი საქართველოშია დამზადებული. ჩვენი მთავარი ექსპოზიცია არის მაკეტი „ დროის პორტალი“, სადაც თავმოყრილია ჩვენი ძირითადი პროდუქცია და კოლექცია. გარდა ამისა, ჩვენ გაკეთებული გვაქვს დადიანების ზუგდიდის სასახლე. ჩვენი ჯარისკაცების საშუალებით მომავალი თაობა შეძლებს გაეცნოს საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ისტორიას. აქ ცოცხლდება მთელი მსოფლიოს ისტორია და ასევე ფლორა, ფაუნა, გეოგრაფია და ზოოლოგია. აქ ბავშვი იღებს უდიდეს ინფორმაციას“, — განუცხადა „Sputnik საქართველოს“ რობაქიძემ.

ექსპოზიცია „დროის პორტალი“ მოიცავს სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის დაახლოებით 1800 ჯარისკაცს. ქართული კოლექციის სიამაყეს წარმოადგენენ – ფარნავაზ I-ის, დავით IV აღმაშენებლის, თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლის, გიორგი VI ბრწყინვალის, და ასევე ვაჟა ფშაველას, ჭაბუა ამირეჯიბის ერთ-ერთი რომანის გმირის — დათა თუთაშხიას და ბევრი სხვა ფიგურები. გალერეა Yota Royal-ის მდებარეობს მისამართზე, – თბილისი, შალვა დადიანის №7, სამუშაო საათები: 11:00 — 10:00 საათი.

ყველა ახალი ამბავი
0