თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ისლანდიის პრეზიდენტმა გუნდი იოჰანესონმა საზოგადოებას ოკეანის პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდა, რომელიც მის დანაგვიანებასთანაა დაკავშირებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
პრეზიდენტის თქმით, თუ ტენდენცია შენარჩუნდა, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მსოფლიო ოკეანის წყლებში უფრო მეტი პლასტმასის ნარჩენები იცურებს, ვიდრე თევზი.
„დღეს 8 ტონაზე მეტი პლასტმასა იყრება ყოველწლიურად და ეს ციფრი თანდათან იზრდება. 2050 წლისთვის ოკეანეში თევზზე მეტი პლასტმასის ნარჩენი იცურებს“, — განაცხადა ისლანდიის პრეზიდენტმა იოჰანესონმა არქტიკის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
გუნდი იოჰანესონმა ფორუმის დამსწრეებს მიმართა, რომ, რაოდენ განვითარებულებიც უნდა ვიყოთ, პლასტმასის თევზი საარსებოდ არ გამოგვადგება, ამიტომ პლანეტის მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იზრუნოს ზღვის ცხოველებზე.