ევროვიზია 2017: გაჩეჩილაძემ სომეხი მონაწილის გამოწვევას უპასუხა

© FB / Tamara Gachechiladzeთაკო გაჩეჩილაძე
თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ევროვიზია 2017"-ზე საქართველოს წარმომადგენელმა თაკო გაჩეჩილაძემ სომხური ხალხური სიმღერა "ქელე ქელე" შეასრულა.

თბილისი, 30 მარტი — Sputnik. ევროვიზია 2017"-ის ქართველმა წარმომადგენელმა თამარ (თაკო) გაჩეჩილაძემ სომხეთის წარმომადგენლის არცვიკ არუთუნიანის გამოწვევას უპასუხა, რომელმაც მუსიკალური ფლეშმობის Celebrate Diversity ფარგლებში გაჩეჩილაძე გამოიწვია.

ამ მუსიკალური აქციის ფარგლებში ევროვიზიის" მონაწილეები სიმღერებს სხვა მონაწილე-ქვეყნის ენაზე ასრულებენ და მათ ანალოგიურს გაკეთებას სთავაზობენ.

ამ ინიციატივაში უკვე მონაწილეობდა გერმანელი მომღერალი ლევინა და სომხური წარმომავლობის კვიპროსელი მომღერალი ოვიგი. სომეხმა მომღერალმა არცვიკ არუთუნიანმა, თავის მხრივ, გადაწყვიტა, სიმღერა ქართულ ენაზე შეესრულებინა და ამით მუსიკალურ დუელში" თაკო გაჩეჩილაძე გამოიწვია.

ქართველმა მომღერალმა სომეხი შემსრულებლის გამოწვევა მიიღო და შეასრულა სომხური ხალხური სიმღერა "ქელე ქელე", კომპოზიტორ კომიტასის დამუშავებით. თაკომ სიმღერა ძალზე ლამაზად და ოსტატურად შეასრულა, რითიც მსმენელის აღფრთოვანება გამოიწვია.

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე 34 წლისაა, ის თბილისში დაიბადა. 2009 წელს ჯგუფ სტეფანე და 3G"-ს შემადგენლობაში ის მოსკოვში ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით უნდა გამოსულიყო, მაგრამ ეს არ მოხდა საკონკურსო სიმღერის We Dont Wanna Put In-ის პოლიტიკური კონტექსტის გამო: კონკურსანტებს ტექსტის შეცვლა სთხოვეს, მაგრამ ჯგუფმა ეს არ გააკეთა და კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კიევში თაკო გაჩეჩილაძე წარდგება სიმღერით Keep the Faith, რომლის კომპოზიტორია ანრი ჯოხაძე. რაც შეეხება ანრი ჯოხაძეს, ის ბაქოში გამართულ ევროვიზია 2012"-ზე საქართველოს წარადგენდა. თაკოს სიმღერა მსოფლიოს შეახსენებს, რომ ადამიანმა, მიუხედავად ყველაფრისა, უკეთესი მომავლის რწმენა უნდა შეინარჩუნოს.

გაჩეჩილაძის გამოსვლა ევროვიზია 2017"-ზე კონკურსის პირველ ნახევარფინალში 9 მაისს შედგება. ფინალი 2017 წლის 13 მაისს გაიმართება. უკრაინა კონკურსს მეორედ მასპინძლობს — პირველად ეს 2005 წელს მოხდა, ქვეყანას გამარჯვება მაშინ მომღერალმა რუსლანამ მოუტანა.

ყველა ახალი ამბავი
0