„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება თელასი" იუწყება, რომ 30 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ვაკის და საბურთალოს რაიონები

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შუალედში 2 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, ანა პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის III და IV კვარტლების, ვარკეთილის III მასივის "დ" ქუჩის და ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სპირიდონ კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის I, II, III შესახვევების, გორგასლის, წინანაურის, მელქაძის და ბეჟან კალანდაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0