საქართველოდან მოსკოვში 20-ზე მეტი მოსწავლე გაემგზავრება - კონკურსი დაიწყო

© Sputnik / Levan Avlabreliირაკლი ყიფიანი
ირაკლი ყიფიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვში ალექსანდრე გრიბოედოვის შემოქმედებისა და მოღვაწეობის თემაზე კონკურსის გამარჯვებული მონაწილეები მოსკოვში გაემგზავრებიან.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik.  „ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირმა" რუსი მწერლის ალექსანდრე გრიბოედოვის მოღვაწეობის  თემაზე შემოქმედებითი კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ 14-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეუძლიათ.
„სკოლის მოსწავლეების ამ ასაკობრივ კატეგორიას წარმოდგენა არა აქვს ვინ იყო გრიბოედოვი, ნინო ჭავჭავაძე,  რა სასიყვარულო ისტორია ჰქონდათ მათ. მე ვთვლი, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ“, — განაცხადა „ქართულ —რუსული ახალგაზრდული კავშირის“  თავმჯდომარე ირაკლი ყიფიანმა თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

 შემოქმედებით კონკურსში „ალექსანდრე გრიბოედოვი — მოღვაწეობისა და დიდი სიყვარულის ისტორია" გამარჯვებულები  შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

1.ესსე — „ვაი ჭკუისაგან“- (მინიმუმ 500 სიტყვა);

2..თემა „ერთი წელი გრიბოედოვის ცხოვრებიდან“ – (მინიმუმ 600 სიტყვა);

3. თემა „გრიბოედოვი საქართველოში “ — (მინიმუმ 600 სიტყვა);

4. პრეზენტაცია ვიდეო ან გრაფიკულ ფორმატში, რომელიც.გრიბოედოვის ცხოვრებას და მოღვაწეობას ასახავს  — (მინიმუმ  5 წუთი);

5 ვებ-გვერდი ქართულ-რუსულ ენაზე გრიბოედოვის ცხოვრებისა და ასევე მისი მოღვაწეობის შესახებ, მისი ბიოგრაფია ილუსტრირებით;

6. კედლის გაზეთი  ილუსტრაციებით — (მინიმუმ 300 სიტყვა).

© Sputnik / Levan Avlabreli"რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი
რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი - Sputnik საქართველო
"რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი

„ერთ ადამიანს ნამუშევრის წარდგენა მხოლოდ ერთ ნომინაციაზე შეეძლება,  რაც შეეხება საიტს, არავის არ ვავალდებულებთ დომენის აღებას, შეიძლება ბლოგის დარეგისტრირება,  მისი ინფორმაციით, შევსება და  ილუსტრაციებით გაფორმება“, — განაცხადა ირაკლი ყიფიანმა. 

ჟიური, რომელის შემადგენლობაშიც მწერალთა კავშირის წარმომადგენლებიც შევლენ,  თითო ნომინაციაში ოთხ გამარჯვებულს გამოავლენს. ისინი  სხვადასხვა სიგელებთან და წამახალისებელ საჩუქრებთან ერთად, მოსკოვში ერთკვირიანი საგზურით დაჯილდოვდებიან. იმისათვის, რომ კონკურსი მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს, ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და Facebook –ზე გამოქვეყნდება  ჯერ შერჩეული, ხოლო შემდეგ კი გამარჯვებული ნამუშევრები.

„კონკურსი საქართველოს მასშტაბით ტარდება, ხოლო რუსეთის დედაქალაქში კი 24 ბავშვი უნდა გაემგზავროს. საკონკურსო ნამუშევრების მიღება დღეს დაიწყო  და  1 მაისამდე გაგრძელდება. ნამუშევრების გამოგზავნა მსურველებს ქართულ და რუსულ ენებზე შეეძლებათ“, —განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე  konkurs-griboedov@mail.ru ან შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ივანე მაჩაბლის ქუჩა 12 ბინა 8.

 „ქართულ-რუსული ახალგაზრდული კავშირი"  კონკურსს   რუსულ ფონდ “Русский мир”- თან ერთად  ატარებს.

ყველა ახალი ამბავი
0