კინო თბილისში: რა ვნახოთ 30 მარტს - 2 აპრილს

გამოწერა
Sputnik-ი განაგრძობს ყველაზე საინტერესო კინოპრემიერების მიმოხილვას, რომლებიც უქმეებზე თბილისში კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

30 მარტს თბილისის კინოთეატრებში დაგეგმილია ფილმის პრემიერა:

"აჩრდილი აბჯარში" (Ghost in the Shell) სამეცნიერო ჟანრში შექმნილი მხატვრული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია მასამუნე სიროს 1992 წლის მანგაზე. რეჟისორია რუპერტ სანდერსი, მთავარ როლს ასრულებს სკარლეტ იოჰანსონი.

სპეცრაზმელი მაიორი მოტოკო კუსანაგი კიბორგია, რომელიც ელიტურ ოპერატიულ ჯგუფს — მეცხრე განყოფილებას მეთაურობს. მეცხრე განყოფილება, რომელიც მიმართულია ყველაზე საშიში დამნაშავეებისა და ექსტრემისტების შეჩერებისკენ, შეეჯახება მტერს, რომლის ერთადერთი მიზანი კიბერ-ტექნოლოგიების სფეროში Hanka Robotics-ის მიღწევების განადგურებაა.

საინტერესო ფაქტი: დასავლეთის საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია ფაქტმა, რომ აზიური წარმოშობის მთავარი გმირის როლზე ევროპული გარეგნობის მსახიობი მიიწვიეს. ფილმის შემქმნელებისა და მსახიობის მისამართით უამრავი ბრალდება გაისმა — რასიზმის წახალისება, აზიელების გრძნობებისა და მათი კულტურის შეურაცხყოფა და სხვა.

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრებშია "რეინჯერები"(Power Rangers) — რეჟისორ დინ ისრაელაიტის ფილმი სუპერგმირებზე, რომელსაც საფუძვლად ტელესერიალი დაედო, ასევე "სიცოცხლე მარსიდან" (Life) — დანიელ ესპინოსას ამერიკული სამეცნიერო–ფანტასტიკური ტრილერი.

ასევე თბილისის კინოთეატრებშია — რეჟისორ ბილ კონდონის ამერიკული მხატვრული მუსიკალური ფილმი "მზეთუნახავი და ურჩხული" (Beauty and the Beast) ემა უოტსონით მთავარ როლში, რეჟისორ მ. ნაიტ შიამალანის ამერიკული ფსიქოლოგიური ფილმი "სპლიტი". ბრიტანელი რეჟისორის დენი ბოილის დრამა "T2 თრეინსფოთინგი 2" (T2 Trainspotting) და რეჟისორ ჯორდან ვოტ–რობერტსის ფილმი "კინგი: ჩონჩხის კუნძული" (Kong: Skull Island) ჰიუ ჯეკმანით მთავარ როლში.

მულტფილმი ბავშვებისთვის — კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური მიუზიკლი "ზოოსტარი"(Sing) და ოჯახური ანიმაციური ფილმი "სმურფები: დაკარგული სოფელი" (Smurfs: The Lost Village)

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0