როგორ მოვამზადოთ იდეალური სტეიკი

გამოწერა

სტეიკის მომზადებისას მნიშვნელობა აქვს ყველაფერს — დაწყებული ხორცის ხარისხით, დასრულებული ტაფის სისქით. უმთავრესი ფაქტორი კი მაინც მისი მომზადების დროა.

გაგაცნობთ რამდენიმე ძირითად მომენტს, რომელთა გათვალისწინებაც იდეალური სტეიკის მომზადებაში დაგეხმარებათ.

ხორცის ნაჭერი უნდა იყოს 2,5-5 სმ სისქისა, ამოჭრილი მხოლოდ ბოჭკოების მართობულად. მომზადებამდე, სულ ცოტა, ოთხი კვირით ადრე ცივ ადგილზე უნდა ჩამოიკიდოს.

CC BY-SA 2.0 / megan.chromik / Grilled Steakნუ დაბეგვავთ ხორცს, რათა ბოჭკოვანი სტრუქტურა არ დაირღვეს, მომზადების პროცესში წვენი არ დაკარგოს და არ გამოშრეს.
ნუ დაბეგვავთ ხორცს, რათა ბოჭკოვანი სტრუქტურა არ დაირღვეს, მომზადების პროცესში წვენი არ დაკარგოს და არ გამოშრეს. - Sputnik საქართველო
ნუ დაბეგვავთ ხორცს, რათა ბოჭკოვანი სტრუქტურა არ დაირღვეს, მომზადების პროცესში წვენი არ დაკარგოს და არ გამოშრეს.

შეწვის წინ ხორცი აუცილებლად უნდა შეთბეს ოთახის ტემპერატურამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ცივი ხორცი ტაფას გააგრილებს და ეფექტს გააფუჭებს. თუ სტეიკი გაყინულია, აუცილებლად ბოლომდე უნდა გალღვეს, ოღონდ მაცივარშივე. მომზადებამდე ერთი საათით ადრე კი გამოიღეთ და უშუალოდ შეწვის წინ კარგად გააშრეთ ტილოთი ან ქაღალდის ხელსახოცით.

შეწვისას მარილს ნუ მოაყრით, თორემ ხორცი წვენს გამოუშვებს და გარედან კი არ დაიბრაწება, არამედ საკუთარ წვენში ჩაიხარშება. ან წინასწარ, მინიმუმ ერთი საათით ადრე შეაზილეთ მარილი და წიწაკა, ან ცეცხლიდან რომ გადმოდგამთ, ერთი წუთის შემდეგ.

CC BY 2.0 / Flickr/ Oliver Hallmann / Steakშესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი
შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი - Sputnik საქართველო
შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი

ტაფას სქელი ძირი უნდა ჰქონდეს, რათა მაღალ ტემპერატურას გაუძლოს. უბრალო თუჯის ტაფა საუკეთესოა სტეიკის შესაწველად. ასევე კარგია გრილის ტაფა ჭრილებიანი ძირით, რომელიც ხორცს არ იწვავს.

გაახურეთ ტაფა მაქსიმალურად და დაალაგეთ ზედ ცხიმწასმული ხორცი. შეწვით ორივე მხრიდან — თითო მხარე თითო წუთი, რათა კანი დაიბრაწოს და წვენი გარეთ არ გამოიდევნოს. ამის შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხორცი 5 წუთის განმავლობაში წვით საშუალო ცეცხლზე.

სტეიკის მომზადების დრო ხორცის ნაჭრის სისქეზეა დამოკიდებული. 5 წუთი — ეს მაქსიმალურ ტემპერატურაზე წვის მინიმალური დროა.

თუ გსურთ მიიღოთ:

  • სისხლიანი სტეიკი — წვით ის 1 წუთის განმავლობაში;
  • ოდნავ შემწვარი — წვით 2 წუთის განმავლობაში;
  • სუსტად შემწვარი — წვით 2-2,5 წუთის განმავლობაში;
  • საშუალოდ შემწვარი — წვით 3-3,5 წუთის განმავლობაში;
  • კარგად შემწვარი — წვით ის 4,5-5 წუთის განმავლობაში.

ეს კლასიკური, 2,5 სმ სისქის სტეიკის თითო მხრიდან წვის დროა.

ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ სტეიკი ცოტა ხნით უნდა "დაასვენოთ", ანუ დადგათ, რათა მისი წვენი თანაბრად გაიშალოს ხორცის ნაჭერში.

ამის შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ მიირთვათ — ნებისმიერი გარნირითა თუ სოუსით, თქვენი გემოვნების მიხედვით.

ყველა ახალი ამბავი
0