დიდმა ბრიტანეთმა ბრიუსელს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეატყობინა

© photo: Sputnik / Алекс Макнотон / გადასვლა მედიაბანკშირეფერენდუმი ბრიტანეთში
რეფერენდუმი ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ სინანული გამოთქვა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ევროკავშირის საბჭომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის წერილი მიიღო, რომელიც ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ეხება, ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"ჩვენ ვწუხვართ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირს ტოვებს, მაგრამ მზად ვართ პროცესისთვის, რომელსაც უნდა მივყვეთ", — ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა Twitter-ში გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი, სერ ტიმ ბაროუ მას გადასცემს წერილს ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შეტყობინებით. ფოტოს შემდეგი წარწერა ახლავს: "წერილი 50-ე მუხლის (Brexit-ის ამოქმედების) შესახებ".

ტუსკმა ევროკავშირის საბჭოს სამიტი 29 აპრილისთვის მოიწვია.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ანტონიო ტაიანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭო მოლაპარაკებებისთვის მზადაა და დიდ ბრიტანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი აქვს.

"დღეს არც ისე კარგი დღეა. Brexit-ი ჩვენი კავშირის ისტორიაში ახალი თავის დაწყებას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და იმ იმედით გავაგრძელებთ, რომ დიდი ბრიტანეთი ჩვენ ახლო პარტნიორად დარჩება", — დაწერა ტაიანმა Facebook-ის გვერდზე.

2016 წლის 23 ივნისს რეფერენდუმზე ბრიტანელების უმრავლესობამ მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა. ამ დღეს ჩრდილოეთ ირლანდიამ და შოტლანდიამ ევროკავშირში დარჩენას, ხოლო ინგლისმა და უელსმა გასვლას მისცეს ხმა.

ყველა ახალი ამბავი
0