ფრანგი აქციონისტი ქათმის წიწილას პარიზის მუზეუმის ვიტრინაში საჯაროდ გამოჩეკს

© photo: Sputnik / Кирилл Брага / გადასვლა მედიაბანკშიწიწილა
წიწილა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრანგული სააგენტოს ინფორმაციით, პერფორმანსი 3-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ანუ მანამ, სანამ წიწილები არ გამოიჩეკებიან. "კრუხობის" პერიოდში 24 საათში ერთხელ ნახევარსაათიანი შესვენებაა გათვალისწინებული.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. ფრანგი მხატვარი-აქციონისტი აბრამ პუანშევალი ოთხშაბათს პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სპეციალურად შემინულ ვიტრინაში ქათმის კვერცხებიდან წიწილების გამოჩეკვის პროცესს შეუდგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო "ფრანს პრესზე" დაყრდნობით.

ფრანგული სააგენტოს ინფორმაციით, პერფორმანსი 3-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ანუ მანამ, სანამ წიწილები არ გამოიჩეკებიან. "კრუხობის" პერიოდში 24 საათში ერთხელ ნახევარსაათიანი შესვენებაა გათვალისწინებული. მხატვრისთვის სპეციალური დიეტა შემუშავდა ჯანჯაფილის მაღალი შემცველობით. ეს აუცილებელი ტემპერატურის – ცელსიუსით 37 გრადუსის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

​აბრამ პუანშევალმა სპეციალური "საკრუხე მაგიდა" ააგო, რათა საკუთარი სხეულის სიმძიმიდან გამომდინარე კვერცხები უნებლიეთ არ დააზიანოს.

მხატვარი ამბობს, რომ ამ უჩვეულო აქციის მოწყობა გი დე მოპასანის მოთხრობა "ტუანმა" შთააგონა, რომლის პარალიზებულ გმირსაც წიწილების "ინკუბატორად" იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ეს აბრამ პუანშევალის პირველი მსგავსი ტიპის პერფორმანსი არ არის. მანამდე მან მთელი 7 დღით გამოიმწყვდია თავი ქვაში.

აქციონიზმი — ეს თანამედროვე ხელოვნების ფორმაა, რომელშიც მხატვარი მოქმედების მეშვეობით თავად ხდება ნაწარმოების სუბიექტი ან ობიექტი.

ყველა ახალი ამბავი
0