ზაფხული, მზე, ზღვა, საქართველოს ულამაზესი ბუნება, კოპწია ბათუმი…
ალბათ სწორედ ამ ყველაფერმა დააყენა კარგ განწყობაზე რამდენიმე ათეული უცხოელი ტურისტი და ისინიც ხალისით ჩაებნენ ბათუმის ცენტრში, პაიაცაზე გამართულ „განდაგანას“ ფერხულში.
უყურეთ ვიდეორგოლს, რომელსაც „Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ რუბრიკა "უცხოელის თვალით დანახული საქართველოს" ფარგლებში და ნახეთ, რა სიამოვნებით ასრულებენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები აჭარული „განდაგანას“ ილეთებს.