ვეფხია გიორგაძე: "სამინისტროების თანამშრომლების რაოდენობა უნდა შემცირდეს"
„სამთავრობო ქალაქის აშენება კარგი იდეაა და მას გრძელვადიანი ეფექტი ექნება, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელი მაინც სამინისტროების რაოდენობის შემცირებაა. ჩვენთან ამ უწყებებში დასაქმებულია 300 000-ზე მეტი ადამიანი, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი, მაგალითად, შვეიცარიაში სამჯერ ნაკლებია", — განუცხადა ვეფხია გიორგაძემ „Sputnik–საქართველოს".
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში 16 სამინისტრო და ორი სახელმწიფო მინისტრის აპარატია. ყველა სამთავრობო უწყება, პრაქტიკულად, ქალაქის ცენტრშია განთავსებული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება, რომელშიც საქართველოს პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება.