ბათუმში სომხური გათის ფესტივალი გაიმართა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა, თუ როგორ ჩაიარა დღესასწაულმა.
ბათუმში სომხური სამოციქულო ეკლესიის, "სურბ პრკიჩის" ტერიტორიაზე სომხური გათის ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც ქალაქის ათობით მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.
სომხური საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიურისა და ღონისძიების დამსწრე აუდიტორიას გათის ორმოცზე მეტი სახეობა წარმოუდგინეს.
ფესტივალზე გაიმარჯვეს დიანა მხიტარიანმა და ანჟელა ნატონიანმა. მათ ყველაზე გემრიელი გათები მოამზადეს, საჩუქრად კი სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.

ფესტივალზე წარმოდგენილ გათებს სომხური სამოციქულო ეკლესიის, "სურბ პრკიჩის" მძღვარი ტერ-არარატი აკურთხებს

გათა - სომხური ეროვნული ტკბილი კერძი

ბათუმში გათის ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო ათობით დიასახლისმა, რომლებმაც ორმოცზე მეტი სახეობის გათა წარმოუდგინეს ჟიურისა და დამსწრე აუდიტორიას

სომხეთში გათის მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს

სომხური გათის მომზადების პრინციპი დამოკიდებულია ქვეყნის რეგიონზე

ბათუმში გამართულ ფესტივალზე გათის სხვადასხვა ვარიანტები იყო წარმოდგენილი

ფესტივალს ბავშვებიც ესწრებოდნენ და დღესასწაულს აღნიშნავდნენ

სომხური გათის ფესტივალის ჩატარება ბათუმში უკვე ტრადიციად იქცა ადგილობრივი სომხური საზოგადოებისათვის

ფესტივალს ბევრი ბავშვი ესწრებოდა, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევდნენ ნუგბარს

დიანა მხიტარიანი - ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული

გათის ათობით ვარიანტი არსებობს, ამიტომ ფესტივალის სტუმრებს წარმოდგენილ სახეობებს შორის არჩევანის გაკეთება უჭირდათ

ანჟელა ანტონიანი - ფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული