ევროკავშირმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.
ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები მოკლევადიანი ვიზიტებით შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ. ვიზები საჭირო არ იქნება ტურისტული, საქმიანი სამოგზაურო ვიზიტებისთვის.