საქართველოს დედაქალაქმა — თბილისმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო აქციაშ "დედამიწის საათი". იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი აქციის მსვლელობისას.
საერთაშორისო აქცია "დედამიწის საათი" (Earth Hour) ჩატარდა მთელს მსოფლიოში 25 მარტს ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30-ის ჩათვლით ლოზუნგით "შეცვალე საკუთარი თავი, და არა პლანეტა". აქციის მიმდინარეობისას გამოირთო ყველაზე ცნობილი შენობებისა და ისტორიული ძეგლების განათებები.

გამორთული განათება ნარიყალას საბაგიროზე "დედამიწის საათის" მიმდინარეობისას

ასე გამოიყურებოდა ძველი თბილისი "დედამიწის საათის" დროს

ძველი თბილისის ქუჩების უმეტესობაზე და თავისუფლების მოედანზე "დედამიწის საათის" დროს გამოირთო ქუჩის განათება. ასევე გამორთული იყო წმინდა გიორგის ქანდაკების განათებაც

ასევე ჩამქვრალი იყო მშვიდობის ხიდის განათებები

გამონაკლისი არც საბაგირო კაბინები ყოფილა, რომლითაც დღეისათვის ტურისტები ხშირად სარგებლობენ

ქალაქის მოსახლეობის ნაწილისათვის და ტურისტებისათვის ცნობილი შენობებისა და ისტორიული ძეგლების განათებების გამორთვა მოულოდნელი იყო. ფოტოზე: ნარიყალაზე და მისკენ მიმავალ საფეხმავლო ბილიკებზე აქციის დროს ასევე გამორთო განათება

განათება გამორთული იყო მთაწმინდის პარკშიც, თბილისის ანძაზეც და მის გვერდით მდებარე "ეშმაკის ბორბალზეც"

ხედი ძველ ქალაქზე და კოტე აფხაზისა და შარდენის ქუჩები "დედამიწის საათის" მიმდინარეობისას

ქუჩების განათება გამოირთო ძველ ქალაქში, ასევე ჩამქრალი იყო ბევრი ისტორიული ძეგლის განათებებიც - ამავდროულად სამების საკათედრო ტაძრის და სხვადასხვა რელიგიური ძეგლების განათება არ გამორთული

ასე გამოიყურებოდა სოლოლაკი "დედამიწის საათის" მიმდინარეობისას

ხედი ავლაბარზე ნარიყალადან "დედამიწის საათის" დროს

"დედამიწის საათის" დასერულებისთანავე გარეგანათება, ასევე ისტორიული ძეგლებისა და ქანდაკებების განათება კვლავ ჩაირთო