საკონსტიტუციო სასამართლო ეკლესიის შეღავათიანი გადასახადების მართებულობას განიხილავს

© FB / Giorgi Margvelashviliსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის შესასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა რელიგიურმა კონფესიამ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დღგ–ის გადახდისგან გათავისუფლების საკითხს ეხება.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დადგენილ შეღავათებს მოგების გადასახადის, ქონების გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადთან მიმართებით, აღიშნულია სასამართლოს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სარჩელი შეიტანეს შემდეგმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა: "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია", ააიპ "საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია", სსიპ "ქრისტეს ეკლესია", სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია", ააიპ "მეშვიდე დღის ქრისტიან — ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი", სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია".

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერი: ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა კონფესიის მიმდევართათვის უფლებების დაცვას

ისინი აპროტესტებენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებს და საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად აღიარებას მოითხოვენ.

თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეეხება საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას.

სარჩელის დანარჩენ ნაწილში სასამართლომ მიიჩნია, რომ საუბარია მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმის არასწორ აღქმაზე და განხილვაზე უარი განაცხადა.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.

ყველა ახალი ამბავი
0