დეპუტატები უვიზო რეჟიმის ამოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ

© photo: Sputnikსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ, იუწყება პარლამენტის ოფიციალური ვებ–გვერდი.

ევროკავშირის უვიზო რეჟიმი საქართველოსთან 28 მარტს ამოქმედდება. საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტები ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლისთვის ემზადებიან

თბილისში მიმდინარეობს საზეიმო ღონისძიებები სახელწოდებით "ევროპა ჩვენს ქუჩაზე", რომელიც "ახალ ტფილისში" 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ ასევე ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები და მთავრობის წევრები.

თბილისში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების აღნიშვნა დღეს დილიდან დაიწყო. საზეიმო ღონისძიებების მასშტაბური პროგრამა 26 და 27 მარტისთვის თბილისის მერიამ მოამზადა.

ქუჩაზე ბავშვებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყო. დღეს ღონისძიება დასრულდა ევროპული მუსიკის კონცერტით სახელწოდებით "ევროპისკენ", რომელშიც თბილისის მერიის ბიგ-ბენდი მონაწილეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0