თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
.