თბილისი, 25 მარტი – Sputnik. 25 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბათუმში არსებულ სტანდარტული ზომის ყინულის მოედანზე გაივლის შეკრებას, ნათქვამია საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფედერაციის მიერ გამოძახებულია ნაკრების 20 წევრი, რომლებსაც ბორის კოჩკინი გაწვრთნის.
8 აპრილს ეროვნული ნაკრები გაფრინდება ბულგარეთის ქალაქ სოფიაში, სადაც 2017 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონი გაიმართება.
შეკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების ხარჯები მთლიანად დაფინანსებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.