თბილისი, 25 მარტი — Sputnik. თბილისში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტაში 9 წლის ბავშვი ჩავარდა, იუწყება ტელეარხი "იმედი".
უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. შემთხვევის შედეგად ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.