თბილისი, 25 მარტი — Sputnik. სენაკში დაკარგული 8 წლის ბავშვის ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
მაშველები 8 წლის ბავშვს მდინარეში რამდენიმე კვირაა ეძებდნენ. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი 23 თებერვალს გაუჩინარდა.
შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებს ბრალდებულმა უჩვენა. ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, დაახლოებით, თვენახევრის წინ თუ როგორ გადაადგილდებოდა ბავშვთან ერთდ მდინარე ტეხურას მიმართულებით.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლითაა აღძრული, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას.