ქეთი მელქაძე ვაკის პარკში საქველმოქმედო აქციას ატარებს
„26 მარტს, 12 საათზე, ვაკის პარკში საქველმოქმედო აქცია გვაქვს დაგეგმილი, ღონისძიების ვაკის პარკში გამართვა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ იქ გაშლილი სივრცეა და იმედი მაქვს, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვა“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან” ინტერვიუში ქეთი მელქაძე.
ქეთი მელქაძე პროფესიით ფილოლოგია. იგი რკინის სამშენებლო ბადისგან ნივთებს ამზადებს. ექვსი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. მისი ნამუშევრები სხვადასხვა დაწესებულებებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკრებულოსა და პარლამენტშია განთავსებული.