კამჩატკაზე 200 წლის შემდეგ ვულკანმა "კამბალნიმ" გაიღვიძა

© photo: Sputnik / Evgeniy Neskoromniy / გადასვლა მედიაბანკშივულკანი "კამბალნი"
ვულკანი კამბალნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვულკან კამბალნის თავზე ფერფლის ღრუბელი ზღვის დონიდან 8 კილომეტრ სიმაღლემდე ავიდა, ეს შეიძლება გამეორდეს, რამაც შესაძლოა საერთაშორისო რეისებს საფრთხე შეუქმნას.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. კამჩატკაზე 200–ზე მეტი წლის შემდეგ ვულკან "კამბალნის" (Камбальный) ამოფრქვევა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის განყოფილების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დილით ვულკანზე ზღვის დონიდან 8 კმ სიმაღლეზე ფერფლის ამოტყორცნა დაფიქსირდა. "კამბალნის" გააქტიურება ბოლოს 1769 წელს დაფიქსირდა.

"თანამგზავრის მონაცემებით, ფერფლის ღრუბელი ვულკანიდან სამხრეთ–დასავლეთის მიმართულებით 163 კილომეტრზე გავრცელდა. მისი გავრცელების გზაზე დასახლებული უნქტები არ არის", – აღნიშნულია განცხადებაში.

ვულკანის ამოფრქვევა - Sputnik საქართველო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ვულკანიდან უახლოესი დასახლებული პუნქტია დაბა ოზერნოვსკი, რომელიც კამბალნიდან 77 კილომეტრში მდებარეობს.

"ვულკანის რაიონში ტურისტული ჯგუფები დაფიქსირებული არ არის", – განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამხარეო განყოფილებაში.

ვულკანს საავიაციო საფრთხის "ნარინჯისფერი" კოდი მიანიჭეს, რაც ნიშნავს, რომ ვულკანიდან ფერფლის ამოფრქვევა ნებისმიერ მომენტში 6–8 კმ სიმაღლეზე შეიძლება მოხდეს. ასეთი ღრუბლები საფრთხის შემცველია საერთაშორისო რეისებისა და დაბლამფრენი თვითმფრინავებისთვის.

ვულკანი მდებარეობს კამჩატკის სამხრეთ ვულკანურ სარტყელში. მისი სიმაღლეა 2 156 მეტრი.

ყველა ახალი ამბავი
0