ილია მეორემ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წირვა აღასრულა

გამოწერა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში  ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღესრულა.  „Sputnik საქართველო“  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ ჩატარებულ საზეიმო ღვთისმსახურების ამსახველ ვიდეოკადრებს გთავაზობთ.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს 25 მარტს აღნიშნავს.

1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს.

1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ II.. 1990 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია  დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ.

ყველა ახალი ამბავი
0